Telavis municipaliteti  
  

 

 

Telavis municipalitetis soflebi
თელავის მუნიციპალიტეტი შედის კახეთის მხარის შემადგენლობაში. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით მუნიციპალიტეტი არის თვითმმართველი ერთეული, რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი. მუნიციპალიტეტს გააჩნია არჩევითი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, რეგისტრირებული მოსახლეობა და აქვს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები. მუნიციპალიტეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. მუნიციპალიტეტს ხელმძღვანელობს მერი.

მუნიციპალიტეტი მართვის ოპტიმიზაციისათვის დაყოფილია ადმინისტრაციულ ერთეულებად.

თელავის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის 1 ქალაქი და 29 სოფელი. თელავის მუნიციპალიტეტის სოფლები ერთიანდებიან, აკურის, ართანის, ბუშეტის, გულგულის, ვანთის, ვაზისუბნის, თეთრიწყლების, იყალთოს, კისისხევის, კონდოლის, კურდღელაურის, ლალისყურის, ლაფანყურის, ნასამხრალის, ნაფარეულის, რუისპირის, სანიორეს, ფშაველის, ქვემო ხოდაშენის, ყარაჯალის, შალაურისა და წინანდლის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

თელავის მუნიციპალიტეტის ფართობია 1 082,5 კმ² და 2014 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 38 721 კაცს, ხოლო სიმჭიდროვეა 35,8 კაცი. მუნიციპალიტეტის ცენტრია ქალაქი თელავი. 2014 წლის აღწერის მიხედვით მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი სოფელი მოსახლეობის მიხედვით არის ყარაჯალა (4891 ადამიანი), თელავიდან ყველაზე დიდი მანძილით დაშორებულია სოფელი ლეჩური (39 კმ.).

 

1 აკურა 9 იყალთო 17 ნადუკვარი 25 ქვემო ხოდაშენი
2 ართანა 10 კისისხევი 18 ნასამხრალი 26 ჯალაყარა
3 ახატელი 11 კობაძე 19 ნაფარეული 27 შალაური
4 ბუშეტი 12 კონდოლი 20 პანტიანი 28 წინანდალი
5 გულგულა 13 კურღელაური 21 რუისპირი 29 ჯუღაანი
6 ვანთა 14 ლალისყურა 22 სანიორე    
7 ვარდისუბანი 15 ლაფანყური 23 საროდანი    
8 თეთრი წლები 16 ლეჩური 24 ფშაველი